აღწერა

ვაუჩერის ყიდვის შემთხვევაში ადგილზე 50  ლარის ნაცვლად გადაიხდით 35 ლარს!

ვაუჩერის შეძენამდე აუცილებელია მომსახურე კომპანიასთან დაკავშირება და შეთანხმება/დაჯავშნა

( T 0341 25 64 96; 579 32 33 11)

 

სხეულის საკორექციო და სარელაქსაციო მასაჟი

წყალქვეშა ჭავლური მასაჟი სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში  ყველაზე პოპულარული პროცედურაა. წყლის ენერგიის დადებითი ზემოქმედების ძალა ადამიანის ორგანიზმზე მართლაც შეუფასებელია. წყალში ჩვენ თითქოს ვიბრუნებთ ახალგაზრდობას, ვთავისუფლდებით მელანქოლიისა და დეპრესიისგან.

პროცედურის აღწერა:

წყალქვეშა ჰიდრომასაჟი არის სამკურნალო-პროფილაქტიკური პროცედურა, რომლის დროსაც სხეული წყალში მუშავდება მაღალი წნევის წყლის ჭავლით.

მოქმედების მექანიზმი:

  • სხეული განიცდის ტემპერატურულ,ჰიდროსტატიკურ და მექანიკურ გაღიზიანებას
  • თბილი აბაზანა იწვევს კუნთების მოდუნებას,ტკივილის მოხსნას.
  • კანის ტემპერატურა 1-2 გრადუსით იმატებს
  • მოფუნქციე კაპილარების რაოდენობა იზრდება
  • ძლიერდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება
  • მატულობს ორგანოების და სისტემების ფუქნციური აქტივობა
  • ძლიერდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა

  

   შედეგი:

  • უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ხელს უწყობს ქრონიკული ანთების კერების სწრაფ გაწოვას
  • ნივთიერებათა ცვლის გააქტივება იწვევს წონის კლებას, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას და ე.წ.„ფორთოხლის კანის“ გაქრობას.
  • აღსანიშნავია ფსიქო-ემოციური შედეგიც-მცირდება შფოთვა/დეპრესია. უმჯობესდება განწყობა, მატულობს აქტიურობა, მცირდება თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

 

მოხმარების პირობები

1 ვაუჩერით თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას ერთჯერადად

ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია შეძენისთანავე

მომსახურების/პროდუქტის მისაღებად აუცილებელია მაილზე მისული კოდის წარდგენა

ვაუჩერის გამოყენების ვადა – შეძენიდან  1 თვე

 

ინფორმაცია კომპანიაზე:

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 6 მ/ტ

ტელეფონი: 0341 25 64 96; 579 32 33 11

სამუშაო საათები:  ორშაბათი-კვირა: 09:00 – 21:00

 

foursepals@gmail.com

http://foursepals.com/

https://www.facebook.com/foursepals